დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - „(ბუ)ნება შენია“ შეიქმნა
20-12-2019

CENN - მიერ ორგანიზებული ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბი,  რომლის სახელია „(ბუ)ნება  შენია“.

ეკოკლუბის წევრები  სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ.

„მოსწავლეები მაისიდან მუშაობენ,დაწერეს და შეადგინეს გეგმა, რომლის მიხედვითაც იმუშავეს წლის განმავლობაში, ჩაატარეს მაშტაბური დასუფთავება დაბა კაზრეთში, ასევე მაშავერაში ჩაატარეს ტრენინგი, სადაც ბავშვებს აუხსნეს სუფთა გარემოს მნიშვნელობა; მოხუცთა დაცვის დღეს დაეხმარნენ 15 მოხუცს - შეაგროვეს სურსათი და გადასცეს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203