გულგულის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
20-12-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, გულგულის საჯარო სკოლაში თელავის თეატრის მსახიობების, ლალი გულიაშვილის, ნონა ხუმარაშვილისა და ეთერ ბაბილაშვილის მონაწილეობით პოეზიის საღამო გაიმართა.

„მადლობა ასეთი ლამაზი დღისთვის. ეს იყო დღე, დღე პოეზიის, სიკეთის, სინათლის, სიმტკიცის, რწმენის, სიძლიერის, სათნოების და წუთები სიყვარულის. ლამაზად წაკითხულმა ლექსებმა გული გაგვითბო და მოგვნუსხა. საოცარია,როდესაც რამდენიმე წუთსაც კი შეუძლია გათქმევინოს, რომ ცხოვრება მშვენიერია. მადლობა დღევანდელი ლამაზი საღამოსთვის, ჩვენო საყვარელო მსახიობებო. გულგულის საჯარო სკოლაში ლამაზი საღამოების დღეს კიდევ შეემატა ულამაზესი დღე. გვიყვარხართ და გვეამაყებით, რომ არსებობთ ჩვენ გვერდით. მადლობას გიხდით გულგულის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203