ინჩხურის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის დაფუძნებას ღონისძიება მიუძღვნეს
20-12-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ინჩხურის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „მწვანე გარემოს“ დაფუძნებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მე მიყვარს დედამიწა“ ჩატარდა.
V-VI კლასის ხელმძღვანელი ლ. ფაილოძეა.
ეკოკლუბი "ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში ფუნქციონირებს.
მოსწავლეებმა დედამიწის დამაბინძურებელი ფაქტორების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და მათ მიერ ნარჩენებისაგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. შესრულდა ეკო სიმღერებიც.