დაშბაშის საჯარო სკოლაში დირექტორის 52-წლიან საქმიანობას ღონისძიება მიუძღვნეს
20-12-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, დაშბაშის საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის 52-წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
"ევა კალაჩიანი, რომელსაც ორი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი(სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა; დაამთავრა სომხურ ენაზე) და კიროვაკანის(ახლანდელი ვანაძორი) უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი) წარჩინებით აქვს დამთავრებული, 1968 წლიდან უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და 15 წელია, რაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორია", - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს