თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტების კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვეს
20-12-2019

თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლეები ISCU-დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროექტებში ჩაერთვნენ.

„წელს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს პროექტი ასე ჩაეტარებინათ. ჯგუფმა უნდა მოიძიოს

1) წამყვანი ქვეყნის ეკონომიკები (დავაკავშიროთ ვაკის ეკონომიკასთან. როგორ ვითარდება მაგ: ბიზნესის თვალსაზრისით).

2) ინსტიტუციური მეხსიერება (რა არსებობდა ვაკეში და როგორ ვითარდებოდა ეკონომიკა)

3) გამგეობის დოკუმენტი (ეკონომიკის განვითარების გეგმა)

4) საკუთარი პროექტი ეკონომიკაზე, ვიდეო, გამოკითხვა, მაკეტი, სლაიდი და სხვა.

გამარჯვებული გუნდები ფინანსდებიან 50% თანადაფინანსებით და მიემგზავრებიან ბაქოში.

გუშინ გლდანის რაიონში ჩატარდა რამდენიმე სკოლის ჯგუფების პრეზენტაციები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს არაჩვეულებრივი პროექტი და გავიდნენ მესამე ადგილზე.

მთელი სკოლის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მათ და წარმატება ვუსურვოთ!“-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203