ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-12-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა სამების სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში - „ტრადიციების კვალდაკვალ“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ფოლკლორის ფესტივალი, თემატური კონფერენცია - „ტრადიციების კვალდაკვალ“ 14 დეკემბერს აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის განყოფილების ორგანიზებით, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, ჩატარდა.

კონფერენციაში ქვედა სამების საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე - ლუკა ნოღაიდელი (თემის ხელმძღვანელი ნათია ბახტურიძე) და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები -მარიამ ნოღაიდელი, სალომე კაიკაციშვილი, თათია მესხიძე და თათია ნემსაძე(თემის ხელმძღვანელი მაია ოქროპირიძე) მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე დააჯილდოვეს მოსწავლეები - დიპლომით ლუკა ნოღაიდელი და სიგელებით მარიამ ნოღაიდელი, სალომე კაიკაცშვილი, თათია მესხიძე და თათია ნემსაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203