ლენჯერის N2 საჯარო სკოლა „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ეტალონის ოქროს ფონდში“ შევიდა
მესტიის მუნიციპალიტეტის, ლენჯერის N2 საჯარო სკოლა „ეტალონი“ მოსწავლის აღზრდისთვის „ეტალონის ოქროს ფონდში“ შევიდა. სკოლის ისტორიაში ეს დღე განსაკუთრებული და გამორჩეული იყო.
მას შემდეგ, რაც „მესტიის ეტალონ მოსწავლეს“, ანა ჯაჯვანს, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ
izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა გამარჯვება მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა, „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ლენჯერის N2 საჯარო სკოლასაც გადაეცა.
იხილეთ ფოტოები