საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით სკოლათა შორის კონფერენცია ჩატარდა
20-12-2019

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ეკომანის“ ორგანიზებით ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა მოსწავლეთა სკოლათა შორის კონფერენცია, თემაზე: ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, საკომუნიკაციო და საჯარო გამოსვლების უნარის განვითარება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის თორსის, ხეთის, საჯიჯაოს N2, ახალსოფლის საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „არეა“.

„მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მასზედ, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მომხესენებლად მოსწავლეთა სკოლათაშორის კონფერენციაში, ხოლო ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით გადაეცათ საუკეთესო პრეზენტატორს და ორგანიზატორ მასწავლებელ ბელა ქვარცხავას სამახსოვროდ წიგნი.

ეკოკლუბის „ეკომანის“ სახელით, ყველა მონაწილეს, ხელმძღვანელ მასწავლებელებს, სკოლის ადმინისტაციას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მადლობას ვუხდით თანამშრომლობისათვის და აქტიური მონაწილეობისათვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203