დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტის - „მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“ ფარგლებში ახალგაზრდა ავტორები ეწვივნენ
20-12-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში ათდღიანი პროექტი -„მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“  შეჯამების ეტაპზეა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკლასო პროექტის - „მასწავლებელი ქართულ ლიტერატურაში“ მიზანი გახლდათ მასწავლებელზე ათი საუკეთესო მოთხრობის გაცნობა-გააზრება. ტექსტის დამუშავება - საკვანძო ფრაზების ამოწერა, მთავარი სათქმელის ამოცნობა, მსჯელობა, დასმული პრობლემების წარმოჩენა და დისკუსია.

„პროექტის მეორე ეტაპზე მეცხრე კლასის მოსწავლეებმა თავად შექმნეს მოთხრობები მასწავლებელზე, რაც პირდაპირ გავიდა მათი როგორც შემოქმედებითი უნარების, ისე კრიტიკული აზროვნების დახვეწასა და განვითარებაზე. ბოლო, შემაჯამებელი ორი დღე მიეძღვნა გამარჯვებული ავტორებთან შეხვედრას: სკოლაში მოსწავლეებს ეწვივნენ მიშა ბახსოლიანი და თორნიკე სიბაშვილი. ახალგაზრდა ავტორებმა თბილი, შთამბეჭდავი დღე აჩუქეს სკოლას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203