ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ქრისტინე ზუბცოვა სწავლას ამერიკაში აგრძელებს
20-12-2019
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე, ქრისტინე ზუბცოვა, სკოლის კიდევ ერთ მოსწავლე ლუკა გოგმაჩაძესთან ერთად მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის „FLEX-ის“ გამარჯვებული გახდა და სწავლას ოჰაიოს შტატის ქალაქ ლიმაში - „Lima Senior High School-ში“ აგრძელებს.
„ქრისტინე აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში: სამი უმაღლეს დონეზე ჩატარებული პრეზენტაცია, თითოეული მათგანი ამომწურავად ასახავდა ქართული კულტურის თვითმყოფადობას“, - ამბობს ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ ეტალონის პედაგოგი, მაია კუცია
ქრისტინე და ლუკა გოგმაჩაძე ვაშინგტონში სამოქალაქო ვორქშოფის კვირეულისთვის შეარჩიეს, რომელიც 2020 წლის 14-დან 20 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.
ქრისტინე ქართული ენის რეგიონული ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახდა, თუმცა საქართველოში მისი არყოფნის გამო ფულადი ჯილდო და გამარჯვებულის სიგელი დედას გადასცეს.