
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილეს თეატრალური წარმოდგენა მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, სომხური ენის და ლიტერატურის პედაგოგმა ლარისა მაჰტესიანმა მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად გააცოცხლა და თეატრალურად წარმოადგინა თუმანიანის პოემა - „ანუშ“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები