ძირკვაძეების საჯარო სკოლის ქართული ენის წრის მოსწავლეებს მორიგი საინტერესო მეცადინეობა ჩაუტარდათ
20-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის I კლასში თემაზე - „არტიკულაციის მასაჟი, ვარჯიში“ ქართულ ენაში საწრეო მუშაობა ჩატარდა.
წრის ხელმძღვანელი ნადიე ქამადაძე გახლავთ.
საწრეო მეცადინეობამ მოსწავლეების ინტერესი გამოიწვია. ბავშვებმა დავალების შესრულებასთან ერთად იხალისეს კიდეც. ბგერების წარმოთქმაზე ივარჯიშეს და არტიკულაციის ვარჯიშები შეასრულეს.