ხონის N2 საჯარო სკოლას ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
20-12-2019
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი აკადემიური შედეგის მქონე მოსწავლეების აღზრდისთვის აგრარული უნივერსიტეტის მადლობის სიგელი და შავი ზღვის უნივერსიტეტის დიპლომი გადაეცა.

„გულითად მადლობას მოგახსენებთ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მომზადებისათვის. უდიდესია თქვენი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. თქვენი ცოდნა და შრომისმოყვარეობა მომავალი თაობების კეთილდღეობისა და სრულფასოვანი ცხოვრების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მოგმართავთ თხოვნით, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით, მადლობა გადასცეთ ყველა პედაგოგს, ვის გარეშეც სასახელო ახალგაზრდების აღზრდა შეუძლებელია“, - ნათქვამია სკოლისთვის გაგზავნილ წერილში.

„გივი ყუფარაძე და სოფიკო ფუტკარაძე, სკოლა ამაყობს თქვენით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203