თბილისის N54 საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
19-12-2019

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციის მიზანი ორი ახალგაზრდის დახმარება იყო, რომლებსაც საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.

აქცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქეთევან ჩოქურმა.

„დასრულდა საქველმოქმედო აქცია სალომესთვის და გიორგისთვის! მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს, მათ მშობლებს, უტკბილეს ბებიებსა და ბაბუებს!

თამამად შემიძლია საქვეყნოდ განვაცხადო, საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს, რადგან სიკეთის, სიყვარულის, თანადგომის, ნიჭიერების უდიდესი პოტენციალია ჩვენს ახალგაზრდებში, ისინი ჩვენზე უკეთ გრძნობენ სიცოცხლის ხიბლს!

ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, ჩვენი გამოცდილებით დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ ზნეობრივ პიროვნებებად ჩამოყალიბებას ან, როგორც მინიმუმ დავიცვათ ბოროტისაგან! სიყვარულს, სიკეთეს, სიცოცხლეს გაუმარჯოს! მიყვარხართ ბავშვებო!“-განაცხადა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203