ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი ზეიმით მიულოცეს
19-12-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა. V-VI კლასის მოსწავლეებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს დამდეგი ახალი - 2020 წელი ზეიმით მიულოცეს.

„სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა ზეიმით მიულოცეს მშობლიური ბაღის პატარებსა და მასწავლებლებს დამდეგი ახალი - 2020 წელი.

მასპინძლებიც არ დარჩნენ ვალში და სტუმრებს მუსიკალური ნომრებით მიულოცეს მომავალი ახალი წელი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

დღე პატარებისთვის სახალისო იყო. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203