წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში თემაზე - „ჩემი სამშობლო“ კლასის საათი ჩატარდა
19-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VI კლასში თემაზე - „ჩემი სამშობლო“ კლასის საათი ჩატარდა.

VI კლასის ხელმძღვანელი ლელა მანდარია გახლავთ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და აღნიშნულ თემაზე პლაკატები შექმნეს.

„მოსწავლეებმა გამოხატეს სიყვარული თავიანთი სამშობლოსადმი. სიამაყით აღნიშნეს, რომ ისინი ქართველები არიან და მათი სამშობლო საქართველოა, რომ ამაყობენ თავიანთი ქართველობით. განა არ არის საამაყო?! ჩვენ ხომ ნადიდგორალი და ნაშამქორალი ქვეყნის ღვიძლი შვილები ვართ. გამოიკვეთა აზრი, რომ ყველა ქართველის ვალია, ემსახუროს თავის სამშობლოს და ეს ბავშვებიც ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალია“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203