წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ შეხვედრა ჩატარდა
19-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის - „დიალოგი ისტორიების შესახებ, როგორც ნორმალიზების საფუძველი“ წარმომადგენლები ირაკლი თევზაძე და ლანა თოდაძე იმყოფებოდნენ.

ფასილიტატორებმა XI და XI კლასის მოსწავლეებთან ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სადისკუსიო შეხვედრის საკვანძო ელემენტი იყო ქართული, აფხაზური და ოსური ბიოგრაფიული ინტერვიუების მოსმენა და ანალიზი. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ მოესმინათ და მცირე ჯგუფებში განეხილათ ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები, რომლებიც ჩაწერილია სოხუმში, გალში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში და სხვა რეგიონებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203