„დაცინვა, როგორც უარყოფითი მოვლენა“ - ნატახტრის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
19-12-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლის IV კლასში თემაზე - „დაცინვა, როგორც უარყოფითი მოვლენა“ ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა გულაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგი მოსწავლეებს დაცინვისა უარყოფით მხარეებზე ესაუბრა. 

„მასწავლებელი ესაუბრა მოსწავლეებს დაცინვისა უარყოფით მხარეებზე და იმაზე, თუ როგორები უნდა ვიყოთ რომ არ დავცინოთ ერთმანეთს. მოსწავლეებმა გაიხსენეს პირადი და დანახული შემთხვევები.შემდეგ კი ჯგუფური მუშაობის გზით, შექმნეს ილუსტრაციები და გააკეთეს პრეზენტაციები. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ თავიდან ავიცილებთ დაცინვის შემთხვევებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203