ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია
19-12-2019
ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია.
სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საახალწლო ნაძვის ხე დადგეს და საზეიმოდ მორთეს.
მოსწავლეები საახალწლო სამზადისში ხალისით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ბედნიერად შემობრძანებულიყოს ახალი 2020 წელიწადი, ლამაზად, ფერადად, მოეტანოს უამრავი სიხარული და ბედნიერება. გილოცავთ! მრავალ ახალ წელს!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.