ნაგებერაოს საჯარო სკოლაში კონფერენცია - „გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსები“ ჩატარდა
19-12-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგებერაოს საჯარო სკოლაში პროექტ ახალი სკოლის მოდელი მათემატიკის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსები.

პროექტს მათემატიკის კათედრის მასწავლებლები - ქეთო ჭყონია და თეა ნაჭყებია ხელმძღვანელობდნენ.

პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ VI-XII კლასის მოსწავლეები. მათ ღონისძიების დასკვნით ნაწილში წარმოადგინეს როლური თამაში „მარტივი და შედგენილი რიცხვები“.

ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.

სკოლის დირექტორმა შეაქო მოსწავლეები და წარმატებები უსურვა მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203