„მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში“-მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
19-12-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - მოგზაურობა ზღაპრულ  სამყაროში“ ჩატარდა.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი გ.ჭანტურია ეხმარებოდა.

ორი კვირის განმავლობაში მაღალკლასელები ზღაპროს გმირებს ამზადებდნენ მეორადი მასალისგან. კერძოდ, მოსწავლეებმა გამოიყენეს მუყაოს ყუთები, ნაჭრები და მარილიანი ცომი.

შემდეგ კი უფროსკლასელებმა პრეზენტაცია წარუდგინეს  უმცროსკლასელებს.

„მოსწავლეებმა, ჯადოსნური ყუთის საშუალებით, საკუთარ თავზე განიცადეს გმირთა თავბრუდამხვევი თავგადასავლები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203