ახალციხის N1 საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
19-12-2019

ახალციხის N1 საჯარო სკოლის IIდ კლასში ღონისძიება ჩატარდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს და ზამთარს ზეიმით შეხვდნენ.

ღონისძიება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა.

„გავაცილეთ ნაირფერი შემოდგომა და კარი გავუღეთ ქათქათა ზამთარს. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საინტერესო კომპლექსური აქტივობებით. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო შემოდგომის გაცილება, რადგან პატარებმა აუდიტორიას წარუდგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ხილი და ბოსტნეული.

ყველაზე სახალისო კი, გია ყანჩელის მელოდიაზე შექმნილი ნახატები იყო. ასე ლამაზად გამოვეთხოვეთ ოქროსფერ შემოდგომას.

აქტივობა განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში. აქტივობას ხელმძღვანელობდნენ IIდ კლასის დამრიგებელი ნინო ყურმაშვილი და სახვითი და გამყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვერა ნოზაძე, შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი- ქალბატონი ჟუჟნა გოგოლაური, IIდ კლასის მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები და „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენელი- ნინო ვასაძე“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203