მახათაურის საჯარო სკოლაში „ერთი კანფეტის აქცია“ ჩატარდა
19-12-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში საინტერესო და სახალისო აქცია ჩატარდა. მოწავლეებმა სკოლაში მუყაოს ყუთი დადგეს და ტკბილეული შეაგროვეს.

სკოლა ყოველ წელს მართავს აქციას. აქციის ფარგლებში, მოსწავლეები  საახალწლო საჩუქრებს (ხილს, ტკბილეულსა და პროდუქტს) აგროვებენ და საჩხერის წითელი ჯვრის ფილიალს გადასცემენ ხოლმე. 

„სკოლაში ჩატარდა „ერთი კანფეტის აქცია“, რომელსაც, ტრადიციულად, წითელი ჯვრის საზოგადოება ატარებს“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203