„ცხოვრებაზე არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი“ - გოჩა ტყეშელაშვილი ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
19-12-2019
„ეტალონის“ პროექტების ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

„ძალიან დასანანია, რომ ამ უსასტიკეს ბრძოლაში, ნებით თუ უნებლიედ ტელევიზიები, მასმედია და სოციალური ქსელებიც აქტიურად არიან ჩართულები და იქ მისაბაძი, ეტალონი ადამიანების ადგილი დიდი ხანია აღარ არის...“ - წერს გოჩა ტყეშელაშვილი. 

საგანმანათლებლო პროექტების ავტორი მოზარდებსა და უფროსებს მიმართავს და ცხოვრების რთული პერიოდებიდან ნაპოვნ საკუთარ გამოსავალსაც უზიარებს:  

„აქ მინდა მოზარდებს დარწმუნებითი თხოვნით მივმართო: ცხოვრებაზე არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი, არ აჰყვეთ ფსიქოზს და მხოლოდ სიცოცხლეზე იფიქრეთ . . . ეძებეთ სიყვარული და საყვარელი ადამიანი, რადგან თქვენც უნდა შვათ მომავალი თაობა და მათი აღზრდა ჩვენზე, უფროსებზე გაცილებით უკეთ უნდა შეძლოთ . . . ეს თქვენი მოვალეობაა !!!

იხილეთ გოჩა ტყეშელაშვილის სამძიმრის წერილი 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203