თბილისის N119 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
19-12-2019

თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში, რაიონის მასშტაბით, პირველი ადგილი მოიპოვეს.

გლდანში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ჩემპიონატში გლდანის რაიონის 20 სკოლა ჩაერთო.

ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N119 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N71 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N174 სკოლამ დაიკავა.

ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად.

ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203