წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის გუნდმა მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა
19-12-2019
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის გუნდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მინი-ფეხბურთში ჩატარებული საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
მათ იმერეთის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საგზური მოიპოვეს.
გუნდმა ტურნირი შთამბეჭდავად ჩაატარა და მთელი ჩემპიონატის მანძილზე დომინირებდა. საფეხბურთო ჩემპიონატი წყალტუბოს N2 გუნდმა შემდეგი ანგარიშებით დაასრულა: N2 სკოლა - ცხუნკურის სკოლა 14-1, N2 სკოლა - ქვილიშორის სკოლა 9 - 0 , N2 სკოლა - სოფ. წყალტუბოს სკოლა 3-1, ნახევარფინალი, N2 სკოლა - გეგუთის სკოლა 8 - 1, ფინალი N 2 სკოლა - საყულიის სკოლა 5-2, სულ გაიტანეს 39 და გაუშვეს 5 გოლი.
გუნდის მწვრთნელები ალექსანდრე ღონღაძე, რიტა ქურასბედიანი და ლაშა ბზიკაძე არიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს