ყელქცეულის საჯარო სკოლას ხუთი უფროსი მასწავლებელი შეემატა
19-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლას ხუთი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი პედაგოგებს ლიანა კავსაძეს, თინათინ მანველიშვილს, ლიანა ქრისტესიაშვილს, ელენე სტეფანიშვილსა და თამარ მჭედლიძეს მიენიჭა.

სკოლა პედაგოგებს ულოცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203