ხონის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო
19-12-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო.

ოლიმპიადაში სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, პერსონალი და მანდატური მონაწილეობდნენ.

პირველი შეჯიბრი ფრენბურთში გაიმართა, სადაც ერთმანეთს მე-8 კლასის პირველი გუნდი და მშობლების გუნდი შეერკინენ.

გამარჯვება წილად  მერვეკლასელებს ხვდათ. სკოლის პედაგოგების, პერსონალისა და მანდატურისაგან შემდგარი გუნდი მე-10 კლასის გუნდს შეხვდა, სადაც პედაგოგების და პერსონალის გუნდმა გაიმარჯვა. 

საბოლოოდ, ადგილები ასე განაწილდა: მე-3 ადგილზე მე-9 კლასის გუნდი გავიდა . პირველი ადგილისათვის დაძაბული ორთაბრძოლა მე-12 კლასის გუნდსა და მასწავლებელთა გუნდს შორის გაიმართა , მე-3 დამატებით ტაიმში კი 1 ქულით მე-12 კლასელებმა გაიმარჯვეს.

„ეს ის შემთხვევაა, როცა დამარცხებაც გიხარია. გილოცავთ, ბავშვებო, თქვენ შეუდარებლები ხართ, თუმცა მასწავლებლების „თავგანწირვაც“ დასაფასებელია, ბოლომდე დაიხარჯნენ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203