მანავის საჯარო სკოლა თელ-ავივის სკოლას დაუმეგობრდა
18-12-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლა თელ-ავივის როქაჩის სახელობის სკოლასთან დამეგობრდა.
„მანავის საჯარო სკოლის IV-V-VI-VII კლასის მოსწავლეები სკოლის დირექტორის, ლეილა ყორღანაშვილის, ხელშეწყობით დამეგობრდნენ თელ-ავივის (ისრაელი) როქაჩის სახელობის სკოლასთან, საიდანაც გაცნობითი ხასიათის ბარათები მიიღეს“,-წერს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ინგლისური ენის მასწავლებლის, თეა ჯინჭარაძის, დახმარებით მოსწავლეებმა საპასუხო ბარათები დაწერეს და ლამაზად გააფორმეს, სადაც უცხოელ თანატოლებს საკუთარ სკოლას აცნობენ და დამდეგ ახალ წელს ულოცავენ.