პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ
18-12-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის პირმისაანთკარის საჯარო სკოლის მე-7 და მე-12 კლასების მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სასწავლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმს ისტორიის მასწავლებლის, ანა ბუჩუკურის, თაოსნობით 12დეკემბერს ესტუმრნენ. მათ თან პედაგოგები მაია დავითაშვილი, მაია პატაშური და ნინო ძიძიშვილი ახლდნენ.
მოსწავლეებმა მუზეუმის ოქროს ფონდი და მრავალი სხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს.
„საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის და ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის მოწვევით, ვიმყოფებოდით ეროვნულ მუზეუმში. ასოციაციის წევრ მასწავლებლებთან ერთად მოვისმინეთ ქალბატონ მაია პატარიძის ტრენინგი „დავით აღმაშენებლის მონეტა“. მივიღეთ ძალზე საინტერესო ინფორმაცია, ვნახეთ ჩვენი ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინგლისის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა.
გადმოგვცეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო სასწავლო რესურსები. უსაზღვროდ კმაყოფილები დავბრუნდით. მადლობა ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციას, ეროვნულ მუზეუმს, განსაკუთრებით განათლების დეპარტამენტს, ყველას ვინც ეს საინტერესო და ლამაზი დღე გვაჩუქა... გმადლობთ!!!“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს