ახუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრინველების დაცვის კლუბი - „ნორჩი მზრუნველები“ ჩამოაყალიბეს
18-12-2019
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახუთის N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა ფრინველების დაცვის კლუბი - „ნორჩი მზრუნველები“, ჩამოაყალიბეს.
მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობითა და II კლასის მშობელთა ჩართულობით, პროგრამა შეადგინეს, ფრინველების საბუდარი ყუთი დაამზადეს და სკოლის ეზოში მდებარე ხეებზე განათავსეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.