ხაშურის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მონაწილეობდნენ
19-12-2019
ხაშურის N8 საჯარო სკოლის ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის -„იბერიონი“ წევრები პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მონაწილეობდნენ.

„ჩვენი სკოლის ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის-„იბერიონი“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“, სადაც განხილული იყო ერეკლე II - ის პოლიტიკა. გუნდი „იბერიონი“ წარმოადგენდა ბრალდების მხარეს. ნაფიც მსაჯულად მოწვეული იყო დავით აქუბარდია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

„იბერიონის“ ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი ლელა ხვედელიძეა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203