ფურტიოს საჯარო სკოლიდან საპენსიო ჯილდოზე გასული ღვაწლმოსილი პედაგოგი ღონისძიებით გააცილეს
18-12-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ლევან ბერიძის სახელობის ფურტიოს საჯარო სკოლაში საპენსიო ჯილდოზე გასული ღვაწლმოსილი პედაგოგის, ნოდარ ქამადაძის, გაცილება გაიმართა.
სკოლის ინფორმაციით, „კოლეგებმა და მოსწავლეებმა, თავიანთი თბილი სიტყვებით გაუთბეს გული ამაგდარ პედაგოგს“.
დირექციამ ნოდარ ქამადაძეს საჩუქარი და მადლობის დიპლომი გადასცა.
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისათვის. ასევე, მადლობა ყველა მონაწილე მოსწავლეს, დირექტორის მოადგილე თინათინ ბერიძესა და ხელოვნების მასწავლებელ დინა მიქელაძეს ღონისძიების ორგანიზებისათვის“, - წერია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს