ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველ კლასში ქართული ანბანის შესწავლას ღონისძიება მიუძღვნეს
18-12-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჟდანოვის საჯარო სკოლის  პირველ კლასში ქართულ ანბანის შესწავლას ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებას ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ჰაიკანუშ თუმასიანი ხელმძღვანელობდა.

„ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ჰაიკანუშ თუმასიანმა პირველი კლასის აღსაზრდელებში ქართული ანბანის შესწავლის დასრულება საზეიმოდ აღნიშნა. თვალსჩინოების სახით იყო ქართული ანბანი. პატარებმა წარმოთქვეს ლექსები. მათ ძალიან იმხიარულეს. ზეიმმა პედაგოგებისა და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203