თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა თანასკოლელებს ბულინგის თემაზე ლექცია ჩაუტარეს
18-12-2019

„არა- ბულინგს, არა-ძალადობას!“ - თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურმა წევრებმა, ჯული მინასიანმა და ნატალი გევორქიანმა, მე-6 კლასის მოსწავლეებს ბულინგის თემაზე საინტერესო ლექცია ჩაუტარეს.

მოსწავლეებმა ანიმაცია ნახეს. ანიმაციის ნახვის შემდეგ კი, დასმულ კითხვებზე, მეექვსეკლასელებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს საინტერესო და ნაყოფიერი ​ტრენინგისთვის.

„წარმატებები ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203