ბარდნალის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის გელა კოპალიანის 80 წლის იუბილე აღნიშნეს
19-12-2019
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, გელა კოპალიანის, 80 წლის იუბილე აღნიშნეს.

სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და სიხარულით სავსე ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.

„ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც ორმოცდაცამეტი წელი მხოლოდ ბარდნალის სკოლაში მოღვაწეობდა და სულ ახლახანს დამსახურებული საპენსიო ჯილდოთი დაგვემშვიდობა, 4 დეკემბერს, ოთხშაბათს, 80 წელი შეუსრულდა!

ასი წლის იუბილეც მოგველოცოს, შენს კარგ ოჯახთან ერთად, უბერებელო!“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203