ბარდნალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
18-12-2019
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ.

„3 დეკემბერს საინტერესო და სახალისო აქტივობა განხორციელდა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. ისინი ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, გარემოსთან შეგუების ფორმებს გაეცნენ,  უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, აქტივობის მიზანი მოსწავლეებში გარემოს მიმართ ინტერესის აღძვრა, მისი პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლა იყო.

სკოლის დირექცია ღონისძიების ორგანიზატორს, მეორე კლასის დამრიგებელ სოფო მიქაძეს ამ ინიციატივისათვის, ასევე აქტივობაში ჩართულ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203