„ჩვენი სახლის ბინადრები“ - ქარელის N1 საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა
19-12-2019
ქარელის N1 საჯარო სკოლის მესამე კლასში თემაზე - „ჩვენი სახლის ბინადრები“ საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები თემით ძალიან დაინტერესდნენ და აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ თანაკლასელების წინაშე თემატური პრეზენტაციები გამართეს.
გაკვეთილი საგნის-„მე და საზოგადოება“ ფარგლებში ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლისავე თქმით, მოსწავლეებიცა და მათი პედაგოგიც გაკვეთილით კმაყოფილები დარჩნენ.