ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში გეოგრაფიაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩატარდა
18-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში გეოგრაფიაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ჩატარდა.
მე- 8 კლასში ჩატარებული გაკვეთილის თემა მიგრაცია იყო. მასწავლებელმა, ემზარ დეკანაძემ, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტივობებით მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაატარა.
სტანდარტული გაკვეთილი გეოგრაფიაში თემაზე - „მდინარე“ მე-7 კლასშიც ჩატარდა.
გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები ამჯერადაც საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო.
სკოლის ინფორმაციით, მასწავლებელმა მიზანს მიაღწია და გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა.