არწივანის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
18-12-2019
წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „ნაადრევი ქორწინება-ჰორმონები და გარდატეხის ასაკი“ განხორციელდა.
სოციალური პროექტი IX კლასის ბაზაზე ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების თემაზე პლაკატები დაამზადეს და საკლასო ოთახში გამოაკრეს. მისივე თქმით, მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და თემაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა.