არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
19-12-2019
წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.

პედაგოგის, ოთარ შაინიძის თქმით, გაკვეთილი სახალისო, შინარსიანი და შთამბეჭდავი გამოდგა.

„ბავშვების დაინტერესება და მათი მოტივაციის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა სწავლებისა და განვითარების საქმეში. გადავწყვიტე მეშვიდე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მოცემული თემის მდინარეების შესწავლა სოფლის ახლოს არსებული მდინარის გაცნობით დამეწყო. ეს ერთგვარი გასვლითი გაკვეთილი იქნებოდა ბუნებაში. ბავშვებმა თავიანთი თვალით დაინახეს მდინარის ნაწილები: ნაპირები, შენაკადები. გაზომეს სიგანე და სიღრმე, გაიგეს მიმართულება და სიჩქარე“,- ამბობს მასწავლებელი ოთარ შაინიძე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203