ტახტისძირის საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანს ღონისძიება მიუძღვნეს
18-12-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის ტახტისძირის საჯარო სკოლაში ნიკო ფიროსმანაშვილის 157-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებაში მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შეასრულეს ცეკვები, წარმოთქვეს ლექსები და დადგეს სპექტაკლები. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბეს. 

ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. მას ამავე კლასების დამრიგებელი თამარ ლომიძე ხელმძღვანელობდა .

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203