თბილისის N119 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატება მოიპოვა
18-12-2019
თბილისის N119 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ წარმატებით იასპარეზა.
„2019 სასწავლო წლის სასიამოვნო დასასრული. კიდევ ერთი დიდი წარმატება N119 სკოლის. გვეამაყებით ჩვენი სკოლის ინტელექტუალებო: ლევან მუზაშვილი, ლუკა გელაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, კობა ქსოვრელი, აკაკი გაბაძე, გიორგი გოგსაძე“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.
თბილისის N119 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.