„ეტალონის“ პროექტების ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი, „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, etaloni.ge და izrune.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თითოეული ჩვენგანი უზომოდ შეგვძრა მომხდარმა ტრაგედიამ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. 15 წლის ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. რამდენიმე დღის ადრე, თვითმკვლელობის მიზნით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და გარდაცვალებამდე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტს კი წინ უძღოდა არასრულწლოვანის პოლიციაში რამდენჯერმე დაკითხვა. საქმე ეხება „მწვანე სკოლის“ კედლებზე დატოვებულ წარწერებს.
საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.