სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე კონფერენციაში - „ტრადიციების კვალდაკვალ“ მონაწილეობდა
18-12-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, ლიზი დიდმანიძე, კონფერენციაში -„ტრადიციების კვალდაკვალ“ მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მისმა თემამ „სამკურნალო და საწესჩვეულებო შელოცვები ხიხანის ხეობაში“ ჟიურის წევრთა მოწონება დაიმსახურა და მოსწავლე სიგელითა და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ვარდო ხოზრევანიძეს, მადლობის ფურცელი გადაეცა.
აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის განყოფილების მიერ დაგეგმილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „ტრადიციების კვალდაკვალ“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო საოჯახო და ინდივიდუალური შემსრულებლების ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული კონცერტისა და მოსწავლეთა თემატური კონფერენციის ჩატარება, 2019 წლის 14-15 დეკემბერს შედგა.
კონფერენციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს