ყელქცეულის საჯარო სკოლაში დირექტორის საათი მოაწყვეს
26-12-2019
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლაში, მე-3 კლასის მოსწავლეების აქტიურობით, დირექტორის საათი მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ბავშვები სხვადასხვა თამაშის სპეციფიკას დაეუფლნენ. მისივე თქმით, ისინი აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და კმაყოფილები დარჩნენ.