ყელქცეულის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
18-12-2019
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები თამარ გამგებელი და გიორგი გამგებელი კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეთა დამრიგებელი ნინო კახნიაშვილია.

გორის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება კულტურის სახლში გაიმართა.

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადაეცათ. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203