შეღავათი პრაქტიკოს პედაგოგებს - რა ინფორმაცია მიიღეს საჯარო სკოლებმა?
22-12-2019
პრაქტიკოს მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ. ეს ინფორმაცია საჯარო სკოლებში პედაგოგებმა უკვე მიიღეს.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პრაქტიკოს მასწავლებლებს აცნობა, მათ ამ სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, ზაფხულის შვებულებით სარგებლობაც შეუძლიათ.
„პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ, თუ ამის სურვილს თავად არ გამოხატავენ. პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს უფლება დაასრულოს 2019-2020 სასწავლო წელი, ასევე ისარგებლოს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით. სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, დადგენილი წესით ანაწილებს საათებს, საჭიროების შემთხვევაში აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში, სკოლა ქმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში გაგზავნილ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს