ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში შემეცნებითი თამაში ჩატარდა
17-12-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით შემეცნებითი თამაში - მარტივი ლოგიკა ჩატარდა.

 IV კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს და ეკრანზე პროექტორით ნაჩვენები სურათების უმრავლესობა სწორად გამოიცნეს.

კლასის დამრიგებლის, ლეილა ბერიძის თქმით, სასწავლო პროცესში ყველა საგნის მასწავლებელი აქტიურად იყენებს ლოგიკურ ამოცანებსა და ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს ლოგიკური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, სწორედ ეს გახდა მათთვის წარმატებულ თამაშის საფუძველი.

მოსწავლეებს ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საახალწლო საჩუქრები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...