წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბმა ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ტრენინგ-გაკვეთილი ჩაატარა
17-12-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბ „მერმისმა“ საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ტრენინგ-გაკვეთილი ჩაატარა.
სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი მარინა თუთბერიძეა.
მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმი - „ადამიანის უფლებების დაცვა მსოფლიოში გუშინ და დღეს“ აჩვენეს, შემდეგ კი ერთად განიხილეს და ადამიანთა უფლებებზე ისაუბრეს.